AML Policy
რა არის ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა?
(AML Policy)
ფულის გათეთრება ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია, რომელიც
არაკანონიერ ფულს კანონიერი ბრუნვის საშუალებას აძლევს. აღნიშნული მოქმედების მიზანია, უკანონოდ მოპოვებული თანხის კანონიერ ბრუნვაში მოქცევა მოხდეს შეუმჩნევლად, იმგვარად, რომ მისი არაკანონიერი ბუნება შეუმჩნეველი დარჩეს. შესაბამისად, პირი, რომელიც მონაწილეობს ფულის გათეთრებაში ან თავად ათეთრებს არაკანონიერ ფულს, ამ დროს უკანონოდ მოპოვებულ ფულს ეკონომიკურ ბრუნვაში უშვებს და მისგან სარგებელს იღებს, რაც თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას. გარდა იმისა, რომ არაკანონიერი ქმედების ჩამდენი პირის მოპოვებული ფული, შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს და მოხმარდეს სხვა არაკანონიერ ქმედებებს. ამ დროს მოპოვებული ფულით იგი არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს ბიზნესის კეთილსინდისიერ წარმომადგენლებს, რომელთაც თანხა კანონიერი საშუალებებით მოიპოვეს და ეკონომიკური ბრუნვის მონაწილეები გახდნენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ დროულად გამოვლინდეს ასეთი დანაშაული და არაკანონიერი ქმედების თავიდან არიდების პროცესში, კერძო სექტორის ის წარმომადგენლებიც ჩაერთონ, რომელთაც ფინანსურ გარიგებებთან ყოველდღიური შეხება აქვთ.
ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს კანონი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის“ შესახებ მიიღეს 2003 წლის 6 ივნისს, თუმცა, ამ დროს კანონის მოქმედების სფერო ადვოკატებზე არ ვრცელდებოდა. კანონის მიხედვით, „უკანონო შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა“ წარმოადგენს დასჯად ქმედებას და ფულის გათეთრების სფეროში ექცევა. ფულის გათეთრების დანაშაულის შესახებ საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული მუხლი ეხებათ როგორც ადვოკატებს, ისე სხვა პროფესიის წარმომადგენლებს, თუ ისინი მონაწილეობენ ფულის გათეთრებაში ან ეხმარებიან იმ პირს ვინც ფულს ათეთრებს. უფრო მეტიც, სისხლის სამართლის კოდექსის 194 1 მუხლით, არამარტო დანაშაულის ჩამდენი პირი, არამედ ის პირი, რომელმაც იცოდა და გაანალიზებული ჰქონდა, რომ იძენდა არაკანონიერ ქონებას, ასევე სჩადის დანაშაულს. საქართველოს კანონმდებლობამ გაითვალისწინა ევროსაბჭოს კონვენციის მოთხოვნა, რომ ფულის გათეთრება დასჯადი უნდა იყოს იურიდიული პირის შემთხვევაშიც.
GD express AML Policy
კომპანია MyCoins საერთაშორისო რეკომენდაციების,საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მოთხოვნების სრული გათვალისწინებით შედგენილი აქვს შიდა პროცედურები ფულის გათეთრებასთან საბრძოლველად, რაც გულისხმობს შემდეგს:
ა) ფიზიკური პირების იდენტიფიკაცია
კომპანია GD express საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად მომხმარებლების იდენტიფიკაციისათვის ითხოვს შემდეგი სახის ინფორმაციას:
სრულ სახელწოდებას,(დოკუმენტის/პასპორტის მიხედვით,სახელი და გვარი!)და ასევე იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართს
ბ) იურიდიული პირების იდენტიფიკაცია
კომპანიის სრულ დასახელებას,უფლება მოსილი პირის-დირექტორის სახელ გვარს-დირექტორია პირას ნომერს,კომპანიის საიდენთიფიკაციო ნომერს ფაქტობრივ და იურიდიულ მისამართსა და საფოსტო ინდექსს
გ) ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიცირება
იურიდიული პირის შემთხვევაში კომპანია GD express ახდენს ბენეფიციარი მესაკუთრის (ფიზიკური პირი, რომელიც არის პირის საბოლოო მფლობელი ან მაკონტროლებელი პირი) იდენტიფიკაციას:
ა) ფიზიკური, მოსარგებლე პირის იდენტიფიცირება თუ ახორციელებს კონტროლს იურიდიული პირის, მესაკუთრის ან აქვს ასეთი ინტერესი
ბ) თუ არის ეჭვი და ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს ისეთ პირს, რომელსაც გააჩნია კონტროლი კომპანიის მმართველობით საქმიანობაზე ან თუ არ არის დანიშნული ფიზიკური პირი, უნდა მოხდეს იმ პირების იდენტიფიცირება, ვინც ახორციელებენ კომპანიის რეალურ კონტროლს
გ) თუ არ არის ფიზიკური პირი იდენტიფიცირებული ზემოთ დასახელებული პუნქტებით, ადვოკატმა ან ფინანსურმა ინსტიტუტმა უნდა დაადგინოს იმ პირის ვინაობა, ვისაც უჭირავს კომპანიის მენეჯერის პოზიცია.
Your reliable partner
Our goal is to facilitate the integration of Georgia with the world, simplify international trade and transport connections, help companies, including small entrepreneurs, to export and promote Georgian products.