კომერციული გადაზიდვები
კომპანია GD Express გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ტვირთის სახმელეთო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებისთვის საჭირო მომსახურების სრულ სპექტრს, რაშიც შედის:
- გადაზიდვისთვის ხელსაყრელი მარშუტის შერჩევა
- ინდივიდუალური ტარიფების დამუშავება
- სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფა
- საპორტო და სატერმინალო ექსპედირება, დატვირთვა, გადატვირთვა ვაგონებში, მანქანებსა და კონტეინერებში
- საბაჟო დეკლარირება და საბუთების გაფორმება
- ტვირთის გადაადგილების მუდმივი მონიტორინგი და ა.შ.
რაც მნიშვნელოვანია, 100 %-ით დაზღვეულია ნებისმიერი ტიპის სახმელეთო, საჰაერო,საზღვაო და სარკინიგზო ტვირთი.
სახმელეთო გადაზიდვა
GD Express -ის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ მარტივად და საიმედოდ მოახდინოთ სხვადასხვა ტიპის ტვირთის ტრანსპორტირება, როგორც მთლიანი, ისე ნაწილობრივად დატვირთული მანქანებით მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. კომპანია ფლობს საკუთარ მულტიპროფილურ ავტოპარკს და ლოჯისტიკურად გამართულ სასაწყობო ქსელს რუსეთში, ბელარუსში და საქართველოში. შესაბამისად, თქვენი ტვირთის გადაზიდისთვის ოპტიმალურ და მაქსიმალურად ეფექტურ მარშუტს ვარჩევთ.
ტვირთის სახეობები:
- სრული და შერეული ტვირთი (კომბინირებული)
- კვების პროდუქცია
- სამშენებლო მასალები
- ტანსაცმელი
- ავტომობილები
საზღვაო გადაზიდვა
საიმედო პარტნიორებთან და აგენტებთან თანამშრომლობის გზით, GD Express გთავაზობთ საზღვაო გადაზიდვის მომსახურებას.
სარკინიგზო გადაზიდვა
GD Express გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვას დსთ-ს ქვეყნების, ევროპის და ჩინეთის მიმართულებით.
საჰაერო გადაზიდვა
საიმედო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით, GD Express გთავაზობთ საჰაერო გადაზიდვის მომსახურებას.
თქვენი სანდო პარტნიორი
ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოს ინტეგრაციას მსოფლიოსთან, გავამარტივოთ საერთაშორისო სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირები, დავეხმაროთ კომპანიებს, მათ შორის მცირე მეწარმეებს, ქართული პროდუქტის ექსპორტში და პოპულარიზაციაში.