ვებ გვერდი მზადების პროცესშია!

საბაჟო წესები

რა შემთხვევაში ექვემდებარება ამანათი განბაჟებას?

  • საქართველოს კანონმდებლობით განბაჟებას ექვემდებარება 300 ლარზე მეტი ღირებულების, 30კგ-ზე მეტი წონის ან ერთგვაროვანი საქონელი.
  • თუ თქვენს მიერ გამოწერილი ამანათები მოხვდება ერთ რეისზე და მათი ჯამური ღირებულება  300 ლარზე მეტია, ასევე დაექვემდებარება განბაჟებას!

მაგალითად: თუ ერთი რეისით ჩამოვა amazon.com-დან თქვენს მიერ  გამოწერილი 2 ამანათი 200 ლარის და 101 ლარის ღირებულებით, დაექვემდებარება განბაჟებას.

  • თუ თქვენს მიერ სხვადასხვა საიტიდან გამოწერილი ამანათები მოხვდება ერთ რეისზე და მათ ღირებულება 300 ლარზე მეტია, ამანათები არ დაექვემდებარება განბაჟებას!

მაგალითად: თუ ერთი რეისით ჩამოვიდა amazon.com და ebay.com თქვენს მიერ გამოწერილი 2 ამანათი 201 ლარის და 100 ლარის ღირებულებით, არ დაექვემდებარება განბაჟებას.

 

როგორია განბაჟების პროცედურა?

  • განსაბაჟებელი ამანათი საბაჟოდან მოდის ჩვენს ოფისში, ჩვენ გიბეჭდავთ დეკლარაციას და გატანთ ამანათს.
  • განბაჟების თანხა, გადახდის ბოლო ვადა და საქართველოს ხაზინის საბანკო რეკვიზიტები მითითებულია დეკლარაციაში და მისი გადახდა შეგიძლიათ ნებისმიერ ბანკში.

 

რა დოკუმენტაცია საჭირო ამანათის განსაბაჟებლად?

  • იმ შემთხვევაში, თუ ამანათი დაექვემდებარა განბაჟებას, მომხმარებელმა ჩვენს საიტზე უნდა ატვირთოს ინვოისი/შესყიდვის ორდერი, სადაც  ფიქსირდება მიმღების სახელი, გვარი, ოთახის ნომერი, ამანათის შიგთავსი და ჯამური ღირებულება.

 

რა ხდება თუ მომხმარებელი დროულად არ გადაიხდის განბაჟების საფასურს?

  • ტვირთის განბაჟებაზე და დღგ-ს დროულად გადახდაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.
  • თუ  დეკლარაციაში მითითებულ ვადაში არ გადაიხდით განბაჟების თანხას, საქართველოს კანონმდებლობით დამატებით დაგერიცხებათ საურავი. 

 

რამდენია განბაჟების გადასახადი? 

  • საბაჟო გადასახადი შეადგენს პროდუქციის ღირებულების და ტრანსპორტირების ჯამის 18%-ს.

 

რატომ არის საჭირო ნივთის დეკლარირება ჩამოსვლამდე? 

  • იმ შემთხვევაში, თუ ამანათი არ იქნება დეკლარირებული მისი ჩამოსვლის მომენტში, იგი დაყოვნდება საბაჟოზე მინიმუმ 8 დღის განმავლობაში.
  • იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მიერ საერთოდ არ მოხდება ამანათის დეკლარირება, ამანათის საქართველოში ჩამოსვლიდან 30 დღის გასვლის შემდეგ ავტომატურად გადაეცემა სახელმწიფოს შემდგომი განკარგვისთვის. 

 

როგორია დეკლარანტების სამუშაო საათები?

ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 19:00
შაბათი: 10:00 - 16:00
კვირა: არასამუშაო დღე

 

თქვენი სანდო პარტნიორი

ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოს ინტეგრაციას მსოფლიოსთან, გავამარტივოთ საერთაშორისო სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირები, დავეხმაროთ კომპანიებს, მათ შორის მცირე მეწარმეებს, ქართული პროდუქტის ექსპორტში და პოპულარიზაციაში.

ჩვენ გვენდობიან