როგორ გამოიწერო ?
- დარეგისტრირდით საიტზე, საიდანაც იწერთ/ყიდულობთ პროდუქციას
- ასევე აუცილებლად დარეგისტრირდით ჩვენს საიტზე www.gd-express.ge
- ავტორიზაციის გავლის შემდეგ, თქვენს პირად კაბინეტში გამოჩნდება ჩვენი კომპანიის სხვადასხვა ქვეყნის ოფისის/საწყობის მისამართები. რომლიდანაც სასურველი უნდა "დააკოპიროთ" ონლაინ მაღაზიის საიტზე შესაბამის ველებში
- მისამართის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომელი ქვეყნის საიტიდან გსურთ გამოწერა!!!
- გამოწერიდან რამდენიმე დღეში, მივიღებთ მაღაზიიდან თქვენს ამანათს ჩვენს შესაბამის საწყობში. თქვენ კი ელ-ფოსტაზე მიიღებთ ამ ამანათის "თრექინგ ნომერს", რის შემდეგაც უნდა გაიაროთ ავტორიზაცია/შესვლა ჩვენს საიტზე და გააკეთოთ თქვენი თოთოეული ამანათის დეკლარირება.
- დეკლარირება საკმაოდ მარტივი პროცედურაა, საჭიროა მხოლოდ რამოდენიმე ველის შევსება:
- თრექინგი - მეილზე მოსული კოდი
- ღირებულება - ნივთში გადახდილი თანხა
- ონლაინ მაღაზია - ნივთის ლინკი
- ნივთის აღწერა - რა შეიძინეთ
- დეკლარირების შემდეგ,უბრალოდ უნდა დაელოდოთ თქვენს გზავნილს
თქვენი სანდო პარტნიორი
ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოს ინტეგრაციას მსოფლიოსთან, გავამარტივოთ საერთაშორისო სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირები, დავეხმაროთ კომპანიებს, მათ შორის მცირე მეწარმეებს, ქართული პროდუქტის ექსპორტში და პოპულარიზაციაში.